logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ჩანაწერებით, თქვენს წარსულს რომ ახსენებთ ხალხს, იქნებ ვინმემ გირჩიოთ?!
- +

5 სექტემბერი. 2021. 10:48

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ აუდიომასალის გავრცელებას ეხმაურება, რომელიც, ტელევიზიის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის საუბარს ასახავს.

 

„იმაზე უარესი რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, როცა ჯერ უკანონო ჩანაწერებს აწარმოებს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხოლო წლების შემდეგ იღებს არქივიდან და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. Facebook-პოსტებით ვიგებ. პრინციპულად არ ვნახავ და ჩემს ხმას მაგათ მკვდარ რეიტინგს არ შევმატებ, სულაც ქამრებიდან რომ ამოხტნენ. დარწმუნებული ვარ, როგორც წინა პოსტში დავწერე, ე.წ. პარტიული ენჯეოები არ შეიმჩნევენ. რაც მეტად ატრიალებთ ბიძინა ივანიშვილს, მეტ სარგებელს მოუტანთ. შკლიაროვი გამოიძახეთ. მეორედ გარიგებთ, მის გარეშე თქვენ შავი პიარი არ გესმით. თუმცა, ვერც იმან გიშველათ. ამ ჩანაწერებით, თქვენს წარსულს რომ ახსენებთ ხალხს, იქნებ ვინმემ გირჩიოთ?! 2012 წლამდე გაკეთებული ფარული ჩანაწერების გამოყრის ფონზე, კახა კალაძეს ეძახიან თავიანთ ტელევიზიაში დებატებზე. ერთმანეთს ედებატეთ, სანამ ჭუჭყიან ეთერს არ გაასუფთავებთ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner