logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ამ ტიპის ტელევიზიების გათვლაა „ბომბი ისროლონ“, ტალახი მოსცხონ და იმედი აქვთ, რომ ვიღაც გვარაზმატიკი დაიჯერებს
- +

5 სექტემბერი. 2021. 11:12

 

 

ამ პოსტით მინდოდა მეღადავა (დიახ, კი არ დამეცინა, არამედ ზუსტადაც რომ მეღადავა) ტვ პირველზე და იმ ხალხზე, ვისაც მათი ნალაყბევის სჯერა, მაგრამ ნაცმედიის მარაზმი უკვე ყველა ზღვარს გადავიდა და უპასუხობა დანაშაულია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მედიასაშუალებაში გავრცელებულ აუდიომასალის, რომელიც, ტელევიზიის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის საუბარს ასახავს.

 

სიტყვა ტერორიზმს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ახლა ამაზე არაფერს ვიტყვი. უბრალოდ მინდა ყურადღება გავამახვილო იმ მედია-ტერორისტებზე, რომლებიც რუსული ტერორის შემქმნელების, სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერების) პირდაპირი და უტრაკო შთამომავლები არიან.

დღეს ამ არსებამ სცადა თავისი დამზადებულიბომბებიესროლა და ეს სცადა ბიძინა ივანიშვილის მიერ 2011 წელს მასთან ჩანერგილი ვანო მერაბიშვილის აგენტის მიერ გაკეთებული რაღაც აუდიო-ჩანაწერის მეშვეობით და იმ თავის ხელნაკეთ ბომბზე თავად აფეთქდა. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ ავთენტურობა არ არის დადგენილი. არ ვიტყვი იმას, რომ .. „ჩანაწერი“ 2011 წლით თარიღდება, როცა ქვეყანას სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, ბარამიძეები, უგულავები, ბოკერიები და სხვები მართავდნენ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ ტიპის ტელევიზიების მსგავსი არსებების გათვლააბომბი ისროლონ“. ისროლონ, რათა ტალახი მოსცხონ და იმედი აქვთ, რომ ვიღაც გვარაზმატიკი დაიჯერებს. კი ბატონო, დაიჯეროს იმ ორიოდ გვარაზმატიკმა. ხალხი 2 ოქტომბერს თავის არჩევანს გააკეთებს და რუსული ტერორის ქართველ მედია-შთამომავლებს საკადრის პასუხს გასცემს“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner