„არც დღევანდელი „პრემიერა“ გამოირჩეოდა ორიგინალურობით - ის იგივე თემას აშუქებდა: 2011 წლის უკანონო მოსმენებს, რომელსაც აწარმოებდა „ქართუ ბანკში“ ჩანერგილი, ივანე მერაბიშვილის აგენტი გიგა ჩრდილელი. ჟურნალისტის გახმოვანება აცდენილი იყო აუდიო ჩანაწერების ტექსტს, და ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენი ასეული ჩამონტაჟებული ეპიზოდების „ერთობლიობას“ წარმოადგენს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია „პირველში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც, მისივე თქმით, 13 წლის წინ უკანონოდ არის მოპოვებული.
„ბროდვეის“ სცენასა და რეპერტუარზე პრეტენზიის მქონე ტვ პირველის იაფფასიანი თეატრი სეზონის „გრანდიოზულ“ გახსნას რომ გპირდება აქამდე „არნახული“ პრემიერით, თუმცა იგივე უნიჭო დამდგმელი რეჟისორით, როგორც ირკვევა, მოძველებული პიესით და არაადეკვატური შემსრულებლებით - აი, ასეთად წარდგა დღეს მაყურებლის მორიგი გადაცემა. წინა წარმოდგენაში, რომელშიც 170 ჩამონტაჟებული ფრაგმენტი აღმოაჩინა საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამსახურმა არც დღევანდელი „პრემიერა“ გამოირჩეოდა ორიგინალურობით - ის იგივე თემას აშუქებდა: 2011 წლის უკანონო მოსმენებს, რომელსაც აწარმოებდა „ქართუ ბანკში“ ჩანერგილი, ივანე მერაბიშვილის აგენტი გიგა ჩრდილელი. მართალია ამჟამად შემოთავაზებულ „ლიბრეტოში“, ჟურნალისტების გახმოვანება აცდენილი იყო აუდიო ჩანაწერების ტექსტს, და ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენი ასეული ჩამონტაჟებული ეპიზოდების „ერთობლიობას“ წარმოადგენს - ფაქტი კვლავ ჯიუტია. მორიგი სპექტაკლი ჩაიშალა - გარდა იმ ნაწილისა, რომელიც კვლავინდებურად სააკაშვილის რეჟიმის მორიგ მხილებას წარმოადგენს. და ეგეთი იდიოტები რატომ არიან - რიტორიკულ კითხვას მივაკუთვნოთ“, - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.