logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: არც დღევანდელი „პრემიერა“ გამოირჩეოდა ორიგინალურობით - ის იგივე თემას აშუქებდა: 2011 წლის უკანონო მოსმენებს
- +

5 სექტემბერი. 2021. 12:02

 

არც დღევანდელიპრემიერაგამოირჩეოდა ორიგინალურობით - ის იგივე თემას აშუქებდა: 2011 წლის უკანონო მოსმენებს, რომელსაც აწარმოებდაქართუ ბანკშიჩანერგილი, ივანე მერაბიშვილის აგენტი გიგა ჩრდილელი. ჟურნალისტის გახმოვანება აცდენილი იყო აუდიო ჩანაწერების ტექსტს, და ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენი ასეული ჩამონტაჟებული ეპიზოდებისერთობლიობასწარმოადგენს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია „პირველში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც, მისივე თქმით, 13 წლის წინ უკანონოდ არის მოპოვებული.

 

ბროდვეისსცენასა და რეპერტუარზე პრეტენზიის მქონე ტვ პირველის იაფფასიანი თეატრი სეზონისგრანდიოზულგახსნას რომ გპირდება აქამდეარნახულიპრემიერით, თუმცა იგივე უნიჭო დამდგმელი რეჟისორით, როგორც ირკვევა, მოძველებული პიესით და არაადეკვატური შემსრულებლებით - აი, ასეთად წარდგა დღეს მაყურებლის  მორიგი გადაცემა. წინა წარმოდგენაში, რომელშიც 170 ჩამონტაჟებული ფრაგმენტი აღმოაჩინა საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამსახურმა  არც დღევანდელიპრემიერაგამოირჩეოდა ორიგინალურობით - ის იგივე თემას აშუქებდა: 2011 წლის უკანონო მოსმენებს, რომელსაც აწარმოებდაქართუ ბანკშიჩანერგილი, ივანე მერაბიშვილის აგენტი გიგა ჩრდილელი. მართალია ამჟამად შემოთავაზებულლიბრეტოში“, ჟურნალისტების გახმოვანება აცდენილი იყო აუდიო ჩანაწერების ტექსტს, და ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენი ასეული ჩამონტაჟებული ეპიზოდებისერთობლიობასწარმოადგენს - ფაქტი კვლავ ჯიუტია. მორიგი სპექტაკლი ჩაიშალა - გარდა იმ ნაწილისა, რომელიც კვლავინდებურად სააკაშვილის რეჟიმის მორიგ მხილებას წარმოადგენს. და ეგეთი იდიოტები რატომ არიან - რიტორიკულ კითხვას მივაკუთვნოთ“, - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner