logo_geo
eng_logo
გვინეის დედაქალაქის ცენტრში ინტენსიური სროლაა - სავარაუდოდ, არის მსხვერპლიც
- +

5 სექტემბერი. 2021. 17:34

 

„გვინეის დედაქალაქში, კონაკრიში სროლის ინტენსიური ხმა ისმის. პრეზიდენტის სასახლესთან ჯარისკაცები გამოჩნდნენ“, - წერს BBC.

 

უცნობია, ვინ ისვრის ან რაა სროლის მოტივი - ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. სამხედროებმა მოსახლეობას სახლებში დარჩენა უბრძანეს. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პრეზიდენტი ალფა კონდე დაშავებული არაა.

 

გადაკეტილია ხიდი, რომელიც ქვეყნის ძირითად ნაწილს ნახევარკუნძულთან აკავშირებს და ტერიტორიას, სადაც არაერთი მინისტრის სახლი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული, შეიარაღებული პირები იცავენ.

 

გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ სამი ჯარისკაცია დაღუპული.

 

კონდემ პრეზიდენტის თანამდებობა გასულ წელს, მესამე ვადით, მასობრივი აქციების ფონზე ჩაიბარა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner