logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ცხონებისკენ მიმავალი ყველაზე იოლი გზა არის მოწყალება, ადამიანის შეწყნარება და დახმარება
- +

6 მარტი. 2016. 14:14



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის თქმით, ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა და ცხონებისკენ მიმავალი ყველაზე იოლი გზა არის მოწყალება, ადამიანის შეწყნარება და დახმარება.


როგორც ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას აღნიშნა, უნდა ვიფიქროთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ.


"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ, როგორ განვვლოთ ჩვენი ცხოვრება. ჩვენი ცხოვრება არის გამოცდა და ყველაზე იოლი გზა, ცხონებისკენ მიმავალი, არის მოწყალება, ადამიანის შეწყნარება და დახმარება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რასაც ვაკეთებთ ამ ქვეყნად, დაგვხვდეს სასუფეველში და მომავალ ცხოვრებაში. ზოგიერთი ამბობს, რომ ადამიანი უნდა მოემზადოს გარდაცვალებისთვის. ეს სწორია, მაგრამ ყველაზე მეტად უნდა მოვემზადოთ მომავალი მარადიული ცხოვრებისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner