logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: გახარიას ბურჭულიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია - ასე თუ გაგრძელდა, არჩევნებში მოგება კი არა, პარტიის ოფისში შუქის ჩამქრობიც შეიძლება არავინ დარჩეს
- +

5 სექტემბერი. 2021. 19:52

 

 

„ვუყურებ ბოლო დღეებია როგორ ირღვევა გახარიას პარტია. თითქოს გოგირდს წვავენ შიგნით, ისე გარბის ხალხი. თან ისეთი ადამიანებიც ტოვებენ გახარიას ე.წ. გუნდს, სიაშიც რომ არიან და კანდიდატებადაც წარდგენილები“, - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ეს ბუნებრივი მოვლენაა.

 

„პრინციპში ეს ბუნებრივიც არის. უიდეო, უშინაარსო და უმიზნო პარტიებს ეგრე ემართებათ ხოლმე. მოკლედ რომ ვთქვათ, გახარიას „ბურჭულიზაციის“ პროცესი უკვე დაწყებულია. ასე თუ გაგრძელდა, არჩევნებში მოგება კი არა, პარტიის ოფისში შუქის ჩამქრობიც შეიძლება არავინ დარჩეს“, - წერს გვიდიანი.

 

ბოლო ორ დღეში გახარიას პარტია 12-მა მაჟორიტარობისა და პროპორციულმა კანდიდატმა დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner