ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ უცვლელია. ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორის ანჟელა ორჯონიკიძის განცხადებით, მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან. მისივე თქმით, დაშავებულების მდგომარეობა არ გაუარესებულა.
21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად მორაგბეები და მათი მეუღლეები დაშავდნენ.
ავარიას სამი ადამიანის - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.