logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი გახარიას: შენ შენი, ინდივიდუალური ვერაფერი შექმენი და სხვის აგებულზე, საკუთარი პოლიტიკური ბედნიერების აგებას ცდილობ?
- +

5 სექტემბერი. 2021. 19:55

 

 

„გახარიას „ბურჭულაძიზაცია“ - გულწრფელად, ქრისტიანულად, ამ პროცესის დაწყება არ უნდა მიხაროდეს. თუმცა იმ გარემოცვის, იმ „ფროილინებისა“ თუ „ფავორიტების“ გარემოცვაში, ეს პროცესი როგორც ჩანს, გარდაუვალი იყო. ყოველ დღე, მის პარტიას ახალი ცნობადი წევრი ტოვებს. ყოველი საჯარო გამოსვლის შემდეგ - ეს პროცესი უფრო დინამიკური ხდება. ეჭვი მეპარება, ამის მიზეზებს გიორგი გახარიას მისი პიარ-ჯგუფი უხსნიდეს, მაგრამ ჩვენ მაინც შევეცადოთ“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ნაცმოძრაობის რეჟიმის პენიტენციური სისტემის დანაშაულებრივი წარსულის საერთაშორისო დონეზე „გამპრავებელი“, ან დავით კეზერაშვილის „მარჯვენა ხელი“, თუ LGBT პრაიდის ორგანიზატორთა მფარველი - შენი პარტიის პოლიტსაბჭოს სამეულში რომ გეყოლება, საიდანაც ერთ-ერთი: „გახარია მე მბაძავსო მიმიკებში“ - საქვეყნოდ იძახის და ამით, თავის იმიჯშელახული ლიდერის საჯარო სახის კიდევ უფრო დაკნინებას ცდილობს - გამორიცხულია, ყოველივე ეს აძლიერებდეს შენს პარტიულ რეიტინგებს.

 

ეჭვი მეპარება - ამ შემადგენლობით, „მესამე ძალის“ ლიდერობაზე გქონოდა პრეტენზია, და თუ არა - მაშ რომელ ელექტორატზე „ნადირობ“, შენი თქმის არ იყოს, ეს იქნება „ქოცების და ნაცების“ ნაწილიო. ანუ, შენ შენი, ინდივიდუალური ვერაფერი შექმენი და სხვის აგებულზე, საკუთარი პოლიტიკური ბედნიერების აგებას ცდილობ? და ხომ ხედავ - ესეც არ გამოგდის! და მართლაც, გულწრფელად მეცოდები. ოღონდ - ბურჭულაძისაგან განსხვავებით, რომელმაც სიმღერა მაინც იცის და ამით გაიტანს საკუთარ თავს - შენ რას აპირებ? ან რას უპირებ იმ პატარა ბიჭებსა და გოგოებს - რომლებსაც მაქსიმუმ ოქტომბრის ხელფასს გადაუხდი და მერე სად უშვებ?“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner