logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: რეალურად საქმე გვაქვს გახარიას ბურჭულაძეზაციასთან! თანამდებობიდან გაქცეული პრემიერის პარტიას ყოველდღიურად ტოვებენ კანდიდატები და მხარდამჭერებიც
- +

5 სექტემბერი. 2021. 20:08

 

 

„რეალურად საქმე გვაქვს გახარიას „ბურჭულაძეზაციასთან“! თანამდებობიდან გაქცეული პრემიერის პარტიას ყოველდღიურად ტოვებენ კანდიდატები და მხარდამჭერებიც. არა და გახარია „ქართული ოცნების“ დაშლას ინგა (წარსულში მისთვის ირმა) გრიგოლიას ეთერში აანონსებდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფაქტს, რომლის თანახმად პარტია „საქართველო“ ბოლო ორი დღის განმავლობაში პარტიის რამდენიმე წევრმა დატოვა.

 

პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების გადინებას „არნახულ ზეწოლასა და დაშინებას“ უკავშირებს.

 

„ამას ამბობს ის ნათია მეზვრიშვილი, რომელიც შსს-ში და მთავრობის ადმინისტრაციაში ჩინოსანი იყო და ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგ, უკვე მერამდენედ უსინდისოდ შეურაცხყოფას აყენებს ქვეყნის სამართალდამცველებს.

გახარიას „ბურჭულაძეზაციას“ აქვს ერთი საინტერესო პატარა მდგენელიც - ისევე როგორც პაატა ბურჭულაძის „დიად გამარჯვებას“ წინასწარმეტყველებდა და „აუხდა“, ახლაც იგივეს აანონსებს „ქართული ოცნებიდან“ სამარცხვინოდ გაშვებული „სახალხო ექსპერტი“ გია ხუხაშვილი“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner