logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ განცხადებები
- +

25 ივლისი. 2016. 12:38


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ მოსამართლეებზე ზეწოლის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

თალაკვაძის განცხადებით, პაპუაშვილმა მტკიცებულებები, თუ ასეთი მართლაც არსებობს, პროკურატურას უნდა წარუდგინოს.

„თუ ეს ნამდვილად ასეა, გამოჩნდება მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კონკრეტულ ადამიანებს, ფაქტებს და მტკიცებულებებს დაასახელებს. მხოლოდ განცხადებები, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში - საზოგადოებისთვის არ არის საკმარისი. ამ განცხადების გაკეთებისთანავე პრემიერ-მინისტრი ბატონ პაპუაშვილს დაუკავშირდა. უდავოა, რომ მან მტკიცებულებები, თუ ასეთი მართლაც არსებობს, პროკურატურას უნდა წარუდგინოს.

როგორც მედიით გადმოიცა, სხვა მოსამართლეებმა უკვე გააკეთეს კომენტარები ბატონი პაპუაშვილის განცხადებაზე და თქვეს,რომ მათზე ზეწოლა არ ყოფილა. ამიტომ, მართლაც საინტერესოა, რამდენად საფუძვლიანია თავმჯდომარის განცხადება", - განაცხადა თალაკვაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner