Reuters-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, მეტროსადგურ „Goldens Green"-ში, განგაშის სიგნალის გამო ხალხის ევაკუაცია განხორციელდა და ლონდონის ებრაულ დასახლებაში მდებარე მეტროსადგური დაიკეტა.
პოლიცია მეტროსადგურის შესასვლელთან მდგარ საეჭვო ავტომობილს ათვალიერებს. სამართალდამცველები მანქანის მეპატრონის ვინაობის დადგენას ცდილობენ.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო რაზმები და გამნაღმველები.