logo_geo
eng_logo
ბენო გეგეჭკორი „ნაცმოძრაობას“: ვიდრე თქვენ ბოტკოველისთვის დარბიხართ, მანამდე ამ კორუმპირებულმა, თბილისში ფეშენებელური ვილის მშენებლობა დაასრულა
- +

6 სექტემბერი. 2021. 12:24

 

 

„ქართული ოცნების“ კახეთის რეგიონული კოორდინატორი ბენო გეგეჭკორი სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის დასრულებული ფეშენებელური სახლის ფოტოებს აზიარებს და „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მიმართავს, რომ კორუმპირებულმა ბოტკოველმა მათგან მოპარული ფულით სახლის მშენებლობა დაასრულა. „ნაცებო, იცით რატომ ხართ სექტანტები? იმიტომ, რომ ვიდრე თქვენ ბოტკოველისთვის და მისი დორბლიანი პატრონისთვის დარბიხართ, ჩემო ბოტკოს ეძახით, მის იდეებს იზიარებთ, მანამდე ამ კორუმპირებულმა, არაფრის მკეთებელმა (ვერავინ ვერ მწერთ რა გაუკეთებია ფულის გარდა) პარაზიტმა თბილისში დაასრულა თავისი ფეშენებელური ვილის მშენებლობა, გამოიცანით ფული საიდან? თქვენ მოგპარათ თქვე ბრმებო“, - წერს facebook-ზე ბენო გეგეჭკორი.,

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner