logo_geo
eng_logo
მუამარ კადაფის ვაჟი თავისუფალია
- +

6 სექტემბერი. 2021. 13:24

 

ლიბიის ხელისუფლებამ ციხიდან გაათავისუფლა მუამარ კადაფის 47 წლის ვაჟი - საადი კადაფი, რომელიც, 2014 წლიდან, ტრიპოლის ციხეში იხდიდა სასჯელს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

 

ყოფილ ფეხბურთელს 2011 წელს, აქციების მონაწილეების მიმართ ჩადენილი დანაშაული და 2005 წელს, საფეხბურთო მწვრთნელ ბაშირ ალ რაიანის მკვლელობა ედებოდა ბრალად, თუმცა, 2018 წელს, ეს უკანასკნელი ბრალდება მოეხსნა.

 

საიდუმლო წყარო მედიასთან ამბობს, რომ კადაფის გათავისუფლება მრავალმხრივი მოლაპარაკების შედეგია, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები - მათ შორის, პრემიერი აბდულ ჰამიდ დბეიბა და ლიბიის ყოფილი შს მინისტრი ფატი ბაშაღა იყვნენ ჩართულნი.

 

გათავისუფლებისთანავე, საადი კადაფი სტამბულში გაემგზავრა.

 

2011 წლის მოვლენების შემდეგ, ის ნიგერში გაიქცა, თუმცა, 2014 წელს, ლიბიაში ექსტრადირების შემდეგ, ადგილობრივ ციხეში აღმოჩნდა.

 

მამამისი, ლიბიის ყოფილი ლიდერი, მუამარ კადაფი 2011 წელს მოკლეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner