logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: აქამდეც ვზრუნავდით ქალაქზე, მის იერსახეზე და ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას
- +

25 ივლისი. 2016. 12:59


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  კომენტარი გააკეთა ოპოზიციის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებამდე სამი თვით ადრე მერის გააქტიურებას და თბილისის იერსახეზე ზრუნვას შეეხება.

ნარმანიას განცხადებით, თბილისზე ზრუნვის ტემპი არასდროს შეუნელებიათ.


„და აქამდე არ ვზრუნავდით? აქამდეც ვზრუნავდით ქალაქზე, მის იერსახეზე და ვაგრძელებთ აქტიურ ზრუნვასა და მუშაობას. ასე რომ, ეს შემართება და ტემპი არასდროს შეგვინელებია და მომავალშიც ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა  ნარმანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner