თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებამდე სამი თვით ადრე მერის გააქტიურებას და თბილისის იერსახეზე ზრუნვას შეეხება.
ნარმანიას განცხადებით, თბილისზე ზრუნვის ტემპი არასდროს შეუნელებიათ.
„და აქამდე არ ვზრუნავდით? აქამდეც ვზრუნავდით ქალაქზე, მის იერსახეზე და ვაგრძელებთ აქტიურ ზრუნვასა და მუშაობას. ასე რომ, ეს შემართება და ტემპი არასდროს შეგვინელებია და მომავალშიც ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა ნარმანიამ.