დეპუტატი რატი იონათამიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელსა და მის თანაპარტიელებს სოციალურ ქსელში შეკითხვით მიმართავს.
„არ მგონია, პიარის ხარჯზე ყველაფრის ჩამოწერა შეიძლებოდეს... გახარიასთან და მის თანაპარტიელებთან ერთი კითხვა მაქვს: ყორღანაშვილს სიმონ მეფე რომ გაეფრთხილებინა, დღეს ვაპირებ შაჰის რაზმებს შემოვუძღვე და არ მინდოდა სხვისგან, ან პირდაპირ ბრძოლის ველზე გაგეგოო, - ღირსეული კაცი იქნებოდა? ისტორია იტყოდა, რომ ადამიანური და ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინა, რადგან - კი შემოუძღვა, მაგრამ დილით გააფრთხილა სიმონ I-ო?“, - წერს რატი იონათამიშვილი.