„გიორგი გახარიას დანიშნულება დღეს არის, რომ პოლიტიკური მაროდიორის როლი შეასრულოს“, - ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, იმდენად დიდია კალაძის რეიტინგი და ზოგადად, მოსახლეობის დამოკიდებულება კალაძის მიმართ, რომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარება შეუძლებელი იქნება.
„რაც შეეხება გახარიას მიზნებს მეორე ტურთან დაკავშირებით, მის მიერ საზოგადოებისთვის თბილისის მერად საკუთარი კანდიდატურის შეთავაზება მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ როგორმე „ქართული ოცნების“ ხმები წაიღოს. გახარიას დანიშნულება დღეს არის, რომ პოლიტიკური მაროდიორის როლი შეასრულოს. შესაბამისად, ხმები „ქართული ოცნების“ ყულაბიდან საკუთარ ყულაბაში წაიღოს, ანუ მოიპაროს. შესაბამისად, მის მიერ საკუთარი თავის კანდიდატად დასახელება ამ მიზანს ემსახურება. დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიას კარგად ესმის, რომ არანაირი შანსი არ აქვს კალაძეს კონკურენცია გაუწიოს. თუნდაც, კალაძის შესაძლებლობები მეორე ტურამდე მიიყვანოს“, - განაცხადა გვიდიანმა.