logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი გიორგი პაპუაშვილს ხვდება
- +

25 ივლისი. 2016. 13:12


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომელიც ცალკეული მოსამართლეების მიმართ ზეწოლას და თვალთვალს შეეხება.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით პაპუაშვილს გამოკითხვაზე მისვლას მთავარი პროკურატურაც სთხოვს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner