logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ამ ჯერზეც, ამერიკელი კონგრესმენები და ჩვენი საზოგადოება დიდი ანგარიშით ამარცხებენ კრემლის "სამეფო კარის მოთამაშე" ლუზერებს
- +

7 სექტემბერი. 2021. 02:14

 

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით და აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ ორგანიზებით, ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებიან აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული, „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები, კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). აღნიშნული კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტებს“, - წერს ანალტიკოსი დავით ქართველიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

„ვიზიტი წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ მის შესახებ ოპპო/მედიის მეშვეობით თქვენ მხოლოდ იძულებითი გაშუქების სიუჟეტებს შეიტყობთ.

არის ჩვენი "პროდასავლური" ოპოზიციისთვის ისეთი მომენტები, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები მათ იდეოლოგიურ მტრებს წარმოადგენენ - როდესაც "სანქციებს" უკვეთავ და საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი ამერიკელი პარტნიორები ჩამოდიან. ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ მიმდინარეობს ოპოზიციისა და მათი საერთაშორისო ნაც/ლობისტების მხრიდან ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური მუხტის აქამდე არნახული ხელოვნურად გამწვავების ფონზე. თუმცა ამ ჯერზეც, ამერიკელი კონგრესმენები და ჩვენი საზოგადოება დიდი ანგარიშით ამარცხებენ კრემლის "სამეფო კარის მოთამაშე" ლუზერებს“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner