logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: საქართველო-ამერიკას შორის მიმდინარე მნიშვნელოვანი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება
- +

7 სექტემბერი. 2021. 02:49

 

 

„ქართულმა მხარემ ბევრჯერ დაამტკიცა თუ რამდენად დიდ როლს ასრულებს საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში, ამასთან აშშ-ის კონგრესმენთა ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარებაზე დაკვირვება და ამ გარემოს ობიექტური შეფასებაა, რათა რეალური სურათი ჩაიტანონ ვაშინგტონში", -ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი გია აბაშიძე 6 სექტემბერს აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაციის საქართველოში ვიზიტს.

 

„კონგრესმენთა ვიზიტი ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორთა ქვეყნიდან არის მრავალი მნიშვნელობის. პირველ რიგში, მათი მიზანი წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება, პროცესების გაცნობა და რეალური სურათის ვაშინგტონში ჩატანაა.

არის მეორე საკითხიც და არანაკლებ მნიშვნელოვანი. როდესაც მსოფლიოში ხდება გლობალური მნიშვნელობის ძვრები, ვგულისხმობ ავღანეთში „თალიბანის" მიერ ხელისუფლების დაკავებას და ამ დროს საქართველოს მიერ განხორციელებულ საევაკუაციო ფრენებს, რითაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ქვეყანამ საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში - ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ორპარტიული ვიზიტი ამერიკის კონგრესიდან.

ცხადია, რომ საქართველო-ამერიკას შორის მიმდინარე მნიშვნელოვანი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ ერთხელ გაქარწყლდება ის დეზინფორმაცია, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო არ ჩანს საერთაშორისო რადარებზე. ვფიქრობ, მსგავსი ვიზიტები გაგრძელდება როგორც საქართველოში, ისე საქართველოდანაც", - განაცხადა აბაშიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner