logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: რუსეთს NATO-სკენ ჩვენი სწრაფვით ვერ შევაშინებთ
- +

25 ივლისი. 2016. 13:59


„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთის გარეშე ვერ გადაწყდება, რადგან ის აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტს. მისივე თქმით, თუ ტერიტორიების დაბრუნება გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ NATO-ზე.


 

„რუს კოლეგებს პირდაპირ ვუთხარი, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი მიზანია საქართველოს გაერთიანება და დაკარგული კუთხეების დაბრუნება. ისიც კარგად გვესმის, რომ ამ საკითხის მოგვარება კრემლის კეთილი ნების გარეშე შეუძლებელია, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე მეტს რუსეთი აკონტროლებს. კარგად გვესმის, რომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩვენი პრობლემები ვერ გადაწყდება. ერთი მხრივ, ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას თუ მოვითხოვთ, მეორე მხრივ კი, NATO-ში შესვლაზე ვიფიქრებთ, არაფერი გამოვა. რუსეთს NATO-სკენ ჩვენი სწრაფვით ვერ შევაშინებთ, რადგან მას არც NATO-სი ეშინია და არც ამერიკის!

 

მოკლედ, NATO-ზე ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიაზე კი არცერთი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა არ უნდა იყოს განლაგებული!" - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner