logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: მოდი, მიხავ, შენი რუდუნებით ნაშენები გლდანის მე-8 გელის ხელგაშლილი და ჩაგიხუტებს გულში!
- +

7 სექტემბერი. 2021. 13:44

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოვა, სოციალური ქსელით ეხმაურება.

 

„ზელენსკის დაუბარებია, მიხა, დავაი, ააცვი ახლა უკრაინიდან, კარგა დიდხანს შეგინახეთოო... ჰოდა, რა ქნას ახლა ამ უსამშობლოო, უპასპორტო მაწანწალამ, ისევ  ყოფილ სამშობლოს მოეტმასნა. მოდი, მიხავ, მოდი, მართალია, შენი ვენახი დასეტყვილა ყვარელში, აღარც სანდრას „ჩერდაკი“ აღარ გაქვს, მაგრამ სამაგიეროდ, შენი რუდუნებით ნაშენები გლდანის მე-8 გელის ხელგაშლილი და ჩაგიხუტებს გულში. მოდი, მიხა, მოდი, შენი ქალები სუშის არ მოგაკლებენ და შენს მობილურ ლაივებზე მე ვიზრუნებ, ციხიდან რომ შემოგვძახო ყოველ დილით, ბიძინა, მოვდივაროო... მოდი, შე საცოდავო, დაობლებულო, მოდი. დამეწვა გული“, - წერს ნინო ჯღარკავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner