logo_geo
eng_logo
„რესპუბლიკა და დემოკრატია”- ამ სლოგანით თურქული ოპოზიციის ათიათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა
- +

25 ივლისი. 2016. 14:00


სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ქმედებების გასაპროტესტებლად, თურქული ოპოზიციური პარტიების ათიათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. „რესპუბლიკა და დემოკრატია" - ამ სლოგანით გაერთიანდნენ აქციაზე შეკრებილები.


შეკრებილებს სიტყვით, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მკვეთრად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს. ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გმობენ, თუმცა ეწინააღმდეგებიან ერდოღანის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებას საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ოპოზიციის ლიდერთა თქმით, ეს პრეზიდენტს მისცემს საშუალებას, თურქეთში ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner