მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ონოღია-ბანძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის და ლითონის მილები.
პროექტის ღირებულება 272 971 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.
ონოღიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.