logo_geo
eng_logo
ონოღიაში გზის რეაბილიტაცია დაიწყო
- +

7 სექტემბერი. 2021. 13:58

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ონოღია-ბანძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

 

პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის და ლითონის მილები.

 

პროექტის ღირებულება  272 971 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“  ასრულებს.

 

ონოღიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner