logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ნარკოტესტის ჩატარება ყველა კანდიდატისთვის სავალდებულო უნდა იყოს!
- +

7 სექტემბერი. 2021. 14:16

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

ნარკოტესტის ჩატარება ყველა კანდიდატისთვის სავალდებულო უნდა იყოს!

 

დღეს კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩაიტარა, პასუხი სუფთაა. ეს არც არის გასაკვირი. მისი თქმით, იქნება სუფთა არჩევნები და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.

 

კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მჯერა, ამ საკითხში სხვა კანდიდატებიც შემომიერთდებიანო.

 

აი, მე კი არ მჯერა!

 

ამათ თბილისის მერის ინიციატივა, შეთავაზება საერთოდ დააიგნორეს, ვითომც არაფერი!

 

არადა, წესით ნარკოტესტის ჩატარება სავალდებულო უნდა იყოს.

 

დიახ, სავალდებულო არა მხოლოდ თბილისის მერობის, არამედ მაჟორიტარობისა და მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებისთვის, ყველა საჯარო მოხელისთვის!

 

არა, ნახეთ, როგორ უნამუსოდ გაატარეს?

 

კი ეტყობათ მაგათ ორგანიზმში პაწა უსუფთაობები“, არაადეკვატურად ბოდიალობენ, მაგრამ საბუთი რომ დაიდება, მაინც სხვა რამეა.

 

ბიჭებო და გოგოებო, ანუ ფორმალურო კანდიდატებო, სხვა საკითხებში ძაან პრინციპულები ხართ და ამ საკითხში რატომ არ ხართ პრინციპულები?! - წერს გელა ზედელაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner