logo_geo
eng_logo
დიტო სამხარაძე: ჩამო! მთელი ერი იზეიმებს შენს ციხეში ჩაგდებას!
- +

7 სექტემბერი. 2021. 14:34

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლა დაანონსა სოციალური ქსელით ეხმაურება:

 

„არ ჩამომსვლელის...!

 

მიდი, გელოდება შენს მიერ რეპრესირებული 540 000 მოქალაქე, რომლებიც ციხეებში გამოკეტე 2003-2012 წლებში! შენს მიერ დახოცილი ბიჭების მშობლები! ათასობით ბიზნესმენი, რომლებსაც ქონება წაართვი! გელოდებით ჩამო, ჩამო! მთელი ერი იზეიმებს შენს ციხეში ჩაგდებას! ოღონდ მართლა Hამოდი! აქედანვე გაფრთხილებ, რომ პასპორტი არ დაგავიწყდეს. თუ ვადაგასული გაქვს, გადააგრძელებინე. ნარკოტიკი არ გამოგყვეს საზღვარზე, მერე რაღაცეები რომ არ მოიგონო! - არ მიშვებენო. დიდი ჩანთა არ დაგჭირდება, ციხის „რობას“ ჩვენ ჩაგაცმევთ!  ჩამოოო“, - წერს დიტო სამხარაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner