logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: დააკვირდით კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის ორ კომპონენტს და შეადარეთ მის კონკურენტებს...
- +

7 სექტემბერი. 2021. 14:42

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„დააკვირდით კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის ორ კომპონენტს და შეადარეთ მის კონკურენტებს:

 

  1. ნახეთ წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამა, როგორ მიმართავს თბილისელებს, რა ტონალობაში, და რა რეკლამები აქვთ მის კონკურენტებს, შავი პიარის ელემენტებით, კონკურენტების ლანძღვით...

 

  1. ნახეთ წინასაარჩევნო პროგრამების წარდგენები, განსაკუთრებით დღევანდელი, და მსგავსს თუ ხედავთ ოპონენტების მხრიდან? თუ არ გინახავთ, ნახეთ დღევანდელ „ქრონიკაში“ ან „კურიერში“, სულ რამდენიმე წუთია.

 

რატომ ვწერ ამ ყველაფერს? ამ რეკლამებით და პროგრამებით, ჩანს, ვინ ემზადება არჩევნებისთვის და ვინ რისთვის ემზადება.

 

იგივე იყო საპარლამენტო არჩევნებზეც. ოპოზიცია ხარისხიანი და დეტალური პროგრამების წერით თავს არ იწუხებს“, - წერს ამირან სალუქვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner