logo_geo
eng_logo
არჩილ კაიკაციშვილი: პაპუაშვილს ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა - ქალამნად
- +

25 ივლისი. 2016. 14:05


„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, რომ მოსამართლეების შანტაჟი მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლო მხარედ აქცია.


კაიკაციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პაპუაშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები არჩევნების წინ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.


„დღეს საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია. ხალხი ხედავს და აფასებს. ბატონი პაპუაშვილი კანონს და სამართალს რომ არ უდგას დარაჯად, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა - ქალამნად, ეს არაერთხელ ცხადყო. ქართული კონსტიტუციის და სამართლის „ქურუმი" დღემდე მოქალაქე როლანდ ბლადაძის უკანონოდ წართმეულ ბინაში ცხოვრობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ერთგული სამსახურის პირობით, ათას ლარად აჩუქა, მაგრამ ამჯერად ჩვენ მორიგი აქტის მოწმენი გავხდით ქართული თემიდის მარიონეტულ ავანსცენაზე.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისა და საერთოდ, იურისტისთვის აბსოლუტურად უზნეო და არაეთიკური განცხადება გააკეთა ბატონმა პაპუაშვილმა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი მტკიცებულებები, სამხილების და ფაქტების წარმოდგენის გარეშე ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ზეწოლასა და თვალთვალზე, ფარულ მოსმენებზე. შემირცხვენია საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლე, რომელსაც საკუთარი უფლებების სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით დაცვა არ შეუძლია და რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ადვოკატობას საჭიროებს.

 

მოვითხოვ, აღიკვეთოს ოდესის გუბერნატორის ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში. მოვითხოვ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებები მიუკერძოებლად და ობიექტურად შეაფასოს დიპლომატიურმა კორპუსმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გიორგი პაპუაშვილის ბოლოდროინდელი ნაბიჯები არჩევნების წინ სიტუაციის დესტაბილიზაციაზეა გამიზნული",- განაცხადა კაიკაციშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner