ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა სადღაც ვნახე - ქუთაისში, ქალაქში ღორები დადიოდნენო და ლამის წარღვნად გამოაცხადეს!
ამ ერთი კვირის წინ ვნახე კიდევ ვიღაც „უიმე-დედიკო-ლა-ვუკო-ლაა“-ს მიერ გადაღებული ვიდეო - საბურთალოს ბოლოში ძროხა გადადიოდა ქუჩაზეო...
- აი, ეგ ძროხები, ღორები, ქათმები და საერთოდ, თქვენი გაგებით სოფლისთვის დამახასიათებელი პეიზაჟი და ატრიბუტიკა რომ გიტყდებათ ქალაქსა და მის შემოგარენში, ზუსტად იმიტომ უკიდია ცეცხლი საქონლის და ღორის ხორცს და ქათამსა და ინდაურს ბაზარსა და მაღაზიაში!!!
ე მანდ გვარიშვილობა და ცისფერი სისხლი არ შეგებღალოთ „ქალაქის ქუჩაში მოსიარულე ღორის“ დანახვით!!!
კუდაბზიკებო თქვენ!!!“ - წერს მირიან ყარაულაშვილი.