logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: აწი კი გავა ორგანიზმიდან, მართლა თუ რამეს მოიხმარ! და თუ პრობლემა არ გაქვს, რას ალაპარაკებ ამ ხალხს?!
- +

7 სექტემბერი. 2021. 14:54

 

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კაცი პრემიერი იყავი, რაღაცებზე პრეტენზია გაქვს და ეს ვაჭრობა და „სპეკულიანტობა“ არ გრცხვენია?“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების თარიღს არ ასახელებს.

 

ქადაგიძე მოუწოდებს გახარიას, გაიაროს ნარკოლოგიურ შემოწმება, თუ პრობლემა არ აქვს.

 

„ან ერთი ნარკოტესტი რა გახდა? მთელი თბილისი ამას საუბრობს და ჩურჩულებს, ზოგმა კოკაინიო, მაგის ძაან შინაურებისგან ვიცითო, ზოგმა ამ ბოლო დროს უარესებს შვრებაო. ადექი, გაიკეთე ერთი ტესტი კაცურად და თქვი, რომ პრობლემა არ გაქვს. შეიძლება ყველაფერზე ვაჭრობა? აწი კი გავა ორგანიზმიდან, მართლა თუ რამეს მოიხმარ! და თუ პრობლემა არ გაქვს, რას ალაპარაკებ ამ ხალხს?!“ - წერს ქადაგიძე facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner