logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ განახლებული გუნდი არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს!
- +

25 ივლისი. 2016. 14:06


„ქართული ოცნების" ახალმა სახემ არჩილ თალაკვაძემ „პრაიმტაიმთან" პარტიის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. თალაკვაძის თქმით, 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს.



„სრულიად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხედვებს და ვფიქრობ, რომ შემდგომი რეფორმები ეკონომიკისა და განათლების სფეროში აუცილებლად წარმატებულად ჩატარდება, ასევე სწრაფი ტემპებით განვითარდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა  და რაც მთავარია, კიდევ უფრო გაუმჯობესდება სახელმწიფო მმართველობის სისტემა.

 

„ქართული ოცნების" პროგრამა თავისუფლების დაცვაზე, სწრაფი განვითარების უზრუნველყოფასა და სოციალური კეთილდღეობის მიღწევაზეა ორიენტირებული. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების, ადამიანების ხმა და წუხილი იქნება გათვალისწინებული ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე.

 

ეკონომიკური და განათლების სისტემის რეფორმები გატარდება წარმატებით. ეს ნიშნავს, რომ განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება მეწარმეობა, ტურიზმი, მომსახურების სფერო და მოხდება საქართველოს ტრანზიტული და გეოპოლიტიკური პოტენციალის რეალიზაცია -  რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ბევრ ოჯახს და უკეთეს შესაძლებლობებს უქმნის ჩვენს შვილებს.

 

ჩვენი განახლებული გუნდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ ჩვენი მოსახლეობის კულტურაში, განათლებასა და პატრიოტიზმში.

 

შეუძლებელია, ჩვენმა საზოგადოებამ მცდარი არჩევანი გააკეთოს. ჩვენ შევძლებთ ყველა ღირსეულ ადამიანთან და ძალასთან თანამშრომლობას ქვეყნის ინტერესებისთვის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner