logo_geo
eng_logo
ერევანში შეიარაღებულმა ჯგუფმა ხელისუფლებას ახალი პირობა წაუყენა
- +

25 ივლისი. 2016. 14:08


ერევანში, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ხელისუფლებას პირობა წაუყენა. შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერებისგან შემდგარი საკოორდინაციო ჯგუფი აცხადებს, რომ თუ ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე ჯგუფი არ იქნება უზრუნველყოფილი საკვები პროდუქტებით, სასმელი წყლით, ელექტროენერგიითა და კავშირის საშუალებებით, „ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამოქალაქო წინააღმდეგობის კერები" შეიქმნება.


„თუ საკვების, კავშირისა და ელექტროენერგიის საკითხი საღამოსთვის არ იქნება მოგვარებული, ჩვენ შემდგომ ქმედებებზე დავიწყებთ ფიქრს", - განაცხადა საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელმა ალეკ ენიგომშიანმა.


ალეკ ენიგომშიანის ინფორმაციით, ვითარება ძალიან გამწვავდა, ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სნაიპერები, რაც მიუთითებს, რომ ხელისუფლება მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აპირებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner