logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრობის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეთა მცირე რაოდენობა მივიდა
- +

6 მარტი. 2016. 15:06



„არა გაზპრომს" - ამ ლოზუნგით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული „ცოცხალი ჯაჭვის" აქცია გაიმართა. აღნიშნული აქციის შესახებ ოპოზიციური პარტია რამდენიმე კვირის განმავლობაში აანონსებდა და მოქალაქეებს რუსულ „გაზპრომთან" მოლაპარაკების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებდა.


მცირერიცხოვან საპროტესტო აქციაში თავად პარტიის ლიდერებმაც მიიღეს მონაწილეობა.  აქციაზე შეგროვდა ხელმოწერები პეტიციისთვის -„არა გაზპრომს", რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში ჩააბარებენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner