„არა გაზპრომს" - ამ ლოზუნგით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული „ცოცხალი ჯაჭვის" აქცია გაიმართა. აღნიშნული აქციის შესახებ ოპოზიციური პარტია რამდენიმე კვირის განმავლობაში აანონსებდა და მოქალაქეებს რუსულ „გაზპრომთან" მოლაპარაკების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებდა.
მცირერიცხოვან საპროტესტო აქციაში თავად პარტიის ლიდერებმაც მიიღეს მონაწილეობა. აქციაზე შეგროვდა ხელმოწერები პეტიციისთვის -„არა გაზპრომს", რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში ჩააბარებენ.