logo_geo
eng_logo
გია სალუქვაძე ა/ო „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ თავმჯდომარეს შეხვდა
- +

25 ივლისი. 2016. 14:11


გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის „ ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი" თავმჯდომარეს მინდია სალუქვაძეს შეხვდა.


შეხვედრაზე გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგები განიხილეს, რომლის გამარჯვებულიც  გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის" ერთობლივი პროექტი - „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საბავშვო ბაღების მენეჯმენტში" გახდა.


პროექტის მიზანს გურიის ოთხ მუნიციპალიტეტში  რვა საბავშვო ბაღის მაგალითზე, საბავშვო ბაღების მიერ მომხმარებელთათვის გაწეული სერვისების დახვეწას წარმოადგენს. პროექტის ამოცანებია - ოთხივე მუნიციპალიტეტის  რვა საბავშვო ბაღის ეზო-გარემოს კეთილმოწყობა, სადაც  თანამედროვე სათამაშო ატრაქციონები განთავსდება; მშობლების ჩართულობის ხარისხის გაზრდა პროგრამული ბიუჯეტების მომზადების პროცესში; მენეჯმენტის დახვეწა და მომხმარებელთან ურთიერთობის თანამედროვე ფორმების დანერგვა.


აღნიშნული პროექტი თავსებადია „გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიასთან" და  ამ დოკუმენტში მოყვანილ პრიორიტეტს შეესაბამება.  კერძოდ, კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებას.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner