ჩრდილოეთ საბერძნეთში, ათონის მთაზე ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობას ოთხი ვერტმფრენით ცდილობენ. ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 40-მდე მაშველია ჩართული.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხეებსა და ბუჩქებს უკიდია. ცეცხლის კერა რთულადმისადგომ ადგილასაა. მის ჩაქრობას ქარიც ართულებს.