logo_geo
eng_logo
ირაკლი რუხაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ იყო წარმოუდგენლად ნეგატიური ძალა, რომელმაც ქვეყანა გააუპატიურა
- +

7 სექტემბერი. 2021. 23:58

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო წარმოუდგენლად ნეგატიური ძალა, რომელმაც ქვეყანა გააუპატიურა ფაქტობრივად, ათში ერთი ადამიანი დაიჭირეს. ახლა ჩემთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ეს ძალა დაბრუნდეს. მაგრამ ისინი არიან დღევანდელ ოპოზიციაში“, - ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

 

„ეს ტელევიზიები არ არიან დამოუკიდებელი მოთამაშეები, ცდილობენ ვითომ შექმნან სურათი, რომ საქართველოში არიან თავისუფალი მედია. ისინი პოლიტიკური თამაშის ფორფრონტზე არიან. დავიწყოთ იმით, რომ ყველა ტელევიზია წამგებიანია საქართველოში. მე-17 წელია ამ ბიზნესში ვარ და ტელევიზია არსებობს არა იმიტომ, რომ იყოს ბიზნესი და მოგება ნახოს. სიტყვაზე, „ფოქს ნიუსს“ 2,9 მილიარდი ჰქონდა წმინდა მოგება შარშან. ჩვენთან ყველა ტელევიზია წამგებიანია. ეს ტელევიზიები არ არიან ბიზნესები. ეს ტელევიზიები არსებობენ მხოლოდ იმიტომ, რომ იყონ პოლიტიკური მოთამაშეები. აქედან გამომდინარე, მათი განხილვა, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშეებისა, რომლებსაც არ აძლევენ საშუალებას იყვნენ თავისუფლები და დამოუკიდებლები, არის მტკნარი სიცრუე. ისინი პოლიტიკოსებზე უფრო არიან განწყობილები, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს“, - განაცხადა რუხაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner