logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: მშიშარა ადამიანია...
- +

8 სექტემბერი. 2021. 00:37

 

 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

"ეს არის პირი, რომელიც არის მსჯავრდებული არაერთ დანაშაულში. მსჯავრდებულის ადგილი არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შესაბამისად, თუ ასეთი პირი შემოდის ქვეყანაში, მის მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს. ეს არის კანონის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა.

 

ზოგადად ვიცით, რომ მშიშარა ადამიანია, მას არ აქვს ასეთი გამბედაობა, ყოველთვის პოულობს ხოლმე გამოსავალს და აქედან გამომდინარე, ალბათობა მაინცდამაინც მაღალი არ არის. თუ ჩამოვა, უკეთესია, ამ შეთხვევაში კანონი აღსრულდება, რაც ვერ აღსრულდა წლების განმავლობაში და ეს იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner