საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტით გამოეხმაურა:
„მივხვდი: საჰაერო გზით არ ჩამოვა, ის უეჭველად Skype-თ ჩამოდის!“.
„ბოლო სერიაში მიშა ამბობს, რომ პაკრეშკა დაეშვა აეროპორტის გზაზე და თვითმფრინავს ვერ მიასწრო, ამიტომ საქართველოში ვერ ჩამოდის...“.
„მიხეილ სააკაშვილს ეშინია აქ ჩამოსვლის... ქოცებს ეშინიათ მისი აქ ჩამოსვლის...ამიტომ, სააკაშვილი ეცდება ჩამოვიდეს, მაგრამ მას საზღვარზე არ შემოუშვებენ...ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება“.