ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სოცქსელში ვხედავ ადამიანთა წუხილს, რომ პოლიტიკური თემების გამო დაკარგეს მეგობრები. ყოველთვის ასე ვუპასუხებ - და იყვნენ რომ მეგობრები? თუ კონიუქტურის გამო ასე იყო საჭირო?..
ვმუშაობდი გაეროში, ევროკავშირში, 2006 წლიდან (საცოდავი გირგვლიანის თემა) ანტინაცი ვარ. მსმენია ულევი ლანძღვა-გინება დასავლელ ელჩებზე, "ქართული ოცნების" ლიდერებზე, გამიტარებია და არც შევიმჩნევ, ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. თუმცა, როცა პიროვნულად მეხები ჩემს პრეფერენციებზე და შენი ჭკუით მამუნათებ და ჩემზე გავრცელებულ სიბინძურეს 'ალაიქებ', იქ დასრულებულია ჩვენი ურთიერთობა!“, - წერს აბაშიძე.