logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: აღმოჩნდა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი სავსეა სამართლებრივი სიმახინჯეებით
- +

8 სექტემბერი. 2021. 02:06

 

 

„აღმოჩნდა რომ შარლ მიშელის დოკუმენტი სავსეა სამართლებრივი სიმახინჯეებით, რომლებსაც პრეცედენტი არ ეძებნება არცერთ სახელმწიფოში - იქნება ეს ადგილობრივ არჩევნების შედეგზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიბმა, თუ მთავარი პროკურორის არჩევის წესი, თუ სხვა, რომელსაც ქვეყანა საკუთარი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გაჰყავდა. და მიუხედავად ამისა, დოკუმენტზე იყო თითქმის ყველა საპარლამენტო პარტიის ხელმოწერა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„შემდეგ ერთმა დოკუმენტის ანულირება მოახდინა, ეტყობა მიხვდა რასაც მოაწერა, ხოლო მეორემ, რომელიც 100 დღე არ აწერდა, ახლა მოაწერა.

ამის შემდეგ ვინმე იტყვის, რომ შემდგარი სახელმწიფო ვართ?! ცამდე მართალი ყოფილა ესტონეთის პრეზიდენტი, რომ თქვა მინიმუმ 20 წელი დაგჭირდებათ ევროკავშირში გასაწევრიანებლადო“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner