logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ქართველი ხალხი სააკაშვილს და მთელ მის მხარდამჭერ დანაშაულებრივ პოლიტიკურ კლასტერს, საბოლოოდ გაისტუმრებს ისტორიის სანაგვეზე!
- +

8 სექტემბერი. 2021. 03:00

 

 

„ისევე როგორც შარშან, დარწმუნებული ვარ, არც არეულობის სცენარი გამოუვა, არც არჩევნების დღეს დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა და ქართველი ხალხი მას და მთელ მის მხარდამჭერ დანაშაულებრივ პოლიტიკურ კლასტერს, ამჯერად უკვე საბოლოოდ გაისტუმრებს ისტორიის სანაგვეზე!“, - ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. ამ პოსტით ექსპერტი საქართველოს ყოფილი პეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

 

„მე არც ამჯერად არ ვაპირებ წმინდა იურიდიულ კაზუისტიკაში შესვლას, მაგრამ მაინც რა უნდა მიხეილ სააკაშვილს? ადამიანს, რომელიც უკვე ორი კონსტიტუციური ვადით იყო ქვეყნის პრეზიდენტი და მისი მადრთველობისას წააგო რისი წაგებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. მან წააგო არჩევნებო 2012 წელს და რუსეთთან 5 დღიანი საომარი კონფლიქტის შემდეგ, ხელი მოაწერა კაპიტულანტურ ხელშეკრულებას, რამაც რუსეთს გაუადვილა ძირძველი ქართული ტერიტორიების აღიარება, ვგულისხმოვ მედვედევ-სარკოზის 8 პუნქტიანი შეთანხმების ე.წ მე-6 პუნქტის მოღებას საერთაშორისო სტატუსის განსაზღვრაზე, რაზეც ამასწინათ თავად სარკოზიმ დაწერა თავის მემუარებში.

აბა, მაშინ რა სურს ახლა სააკაშვილს ან რა დაბრუნების გეგმაზეა  დღესაც აქცენტები,  ქვეყნის აღმშენებლობა, ახალი საინვესტიციო ფანჯარის შექმნა, დაშვებული შეცდომების გამოსწორება თუ დემოკრატიის გაძლიერება? არც ერთი, არც მეორე და არც მესამე!

მას სურს წარსულის ჩადენილი დანაშაულებების გადაფარვა, არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, რაც მას და მასთან ერთად ბევრსაც ადგილს სამართლიანად ერთ ადგილზე მიუჩენს, რისიც მას ყოველთვის ეშინოდა, რომ ქართველი ხალხი ამას არ აპატიებდა და არც აპატია!

არამედ ახალი დიქტატურის დამყარებით, ეძლევა ბოლო შანსი დესტაბილიზაციით და ქაოსით მღვრიე წყალში ახალი თევზის დასაჭერად, მხარდაჭერილი მედია პლათფორმის გამოყენებით, რევოლუციური სცენარის გასათამაშებლად.

ისევე როგორც შარშან, დარწმუნებული ვარ, არც არეულობის სცენარი გამოუვა, არც არჩევნების დღეს დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა და ქართველი ხალხი მას და მთელ მის მხარდამჭერ დანაშაულებრივ პოლიტიკურ კლასტერს, ამჯერად უკვე საბოლოოდ გაისტუმრებს ისტორიის სანაგვეზე!“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner