logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: სააკაშვილი თუ ჩამოვიდა, საპატიო ყარაულს დავახვედრებთ და მივაცილებთ იქ, სადაც არის მისთვის განკუთვნილი ადგილი
- +

8 სექტემბერი. 2021. 02:18

 

 

თუ ჩამოვიდა, საპატიო ყარაულს დავახვედრებთ და მივაცილებთ იქ, სადაც არის მისთვის განკუთვნილი ადგილი“, - ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებზე საქართველოში დაბრუნების შესახებ ხუმრობა შეიძლება.

 

„მიხეილ სააკაშვილი უკვე დაკარგულია დროსა და სივრცეში, ასე რომ მის განცხადებებზე შეიძლება ვიხუმროთ უკვე. მის ჩამოსვლებზე კი სერიალი შეიძლება გადაიღოს მისმა პარტიამ და ა.შ. რეალურად ფაქტი სხვა არის. ჩამომსვლელი ნამდვილად არის, მაგრამ თუ ჩამოვიდა, საპატიო ყარაულს დავახვედრებთ და მივაცილებთ იქ, სადაც არის მისთვის განკუთვნილი ადგილი. ცოტა ხანი იყურყუტებს, მერე ალბათ შეწუხდებიან კონგრესმენები, განცხადებებს გააკეთებენ, გამოვაგდებთ, წავა ისევ უკან. ისევე როგორც მელია დადის ახლა თავჩაღუნული“, - განაცხადა ზარქუამ.

 

მისი თქმით, საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში კანონი უზენაესია და ამის მაგალითად დეპუტატმა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ აღძრული საქმე მოიყვანა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner