logo_geo
eng_logo
ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა
- +

25 ივლისი. 2016. 14:47


სამების ტაძრისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. ორკილომეტრიანი გზა, თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს, რაც მოძრაობას განტვირთავს.


ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელ  გზაზე თბილისის მერი დავით ნარმანია,  თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე იმყოფებოდნენ.


დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული გზის გაკეთება წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შესრულდა.


„ეს არის სტრატეგიულად   მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, რომელიც  ორ უბანს, ავლაბარსა და მახათას  ერთმანეთთან აკავშირებს. აქ გზა არასდროს ყოფილა და შესაბამისად ნულიდან მოხდა მისი მოწყობა. სამებისა და მახათას ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის გაკეთება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ქალაქის ეს ნაწილი  საგრძნობლად ვითარდება, ხალხი გადმოდის საცხოვრებლად და შესაბამისად აუცილებელია მათთვის კომფორტის შექმნა", - განაცხადა ნარმანიამ.


გზის კაპიტალური მშენებლობის სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner