logo_geo
eng_logo
ლევან ჯაფარიძე: ვტოვებ თბილისის საკრებულოს!
- +

8 სექტემბერი. 2021. 12:31

 

ლევან ჯაფარიძემ თბილისის საკრებულო დატოვა. ამის შესახებ მან მის პირად ფეისბუქ-გვერდზე დაწერა. ლევან ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა თავის კოლეგებს და „ქართული ოცნების“ წევრებს, რომ მისცეს საშუალება, განეხორციელებინა არაერთი იდეა და პროექტი.

 

„მადლობა თითოეულ თქვენგანს მეგობრობისთვის და თანადგომისთვის, ჩემს კოლეგებს, „ქართული ოცნების“ წევრებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც მომცეს საშუალება, რომ ვყოფილიყავი უფრო მობილიზებული, მიზანდასახული და მიმეღწია ბევრი წარმატებისთვის. მადლობა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს, რომლებთანაც მომიწია მუშაობა ამ წლების განმავლობაში.

 

განსაკუთრებული მადლობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, მასთან და სხვა ჩემს კოლეგასთან ერთად განმეხროციელებინა არაერთი იდეა თუ პროექტი ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის. ერთად ვცდილობდით, მაქსიმალური დავხარჯულიყავით და კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა თბილისელებისთვის.

 

ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა გიწევს საყვარელ საქმესთან, ადამიანებთან განშორება და ახალ გამოწვევებთან შეჭიდება. ვტოვებ თბილისის საკრებულოს და თუ ოდესმე თბილისელებს, ნაცნობებს, მეგობრებს, თანამებრძოლებს დავჭირდები, მზად ვარ, ვემსახურო და ვიყო მათ გვერდით ყოველთვის“, - წერს ლევან ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner