logo_geo
eng_logo
ზურაბ აზნაურაშვილი: აუდიტი ნებისმიერ საკითხს შეისწავლის, რომელიც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას შეეხება
- +

25 ივლისი. 2016. 14:51


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზურაბ აზნაურაშვილის თქმით, ლევან ვარშალომიძე დოკუმენტაციის და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით  დაიბარეს.


„ლევან ვარშალომიძე დავიბარეთ დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოდგენის თხოვნით. ჩვენ შევისწავლით მის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. ასევე საჭირო იქნება დამატებითი პირების, ანუ ხელშეკრულების მეორე მხარის გამოკითხვა და შემდგომ გვექნება საშუალება, შეფასდეს, არსებობს თუ არა კანონდარღვევა. ამ ეტაპზე მოკვლევა გრძელდება".

 

 

ამასთანავე აზნაურაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წვრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ აუდიტი ნებისმიერ საკითხს შეისწავლის, რომელიც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას შეეხება

 

 

 

„ასეთი ფაქტები თუ იქნება სხვა პირების მხრიდანაც, აუცილებლად შევისწავლით. მთავარია, არ მოხდეს თანამდებობასთან დაკავშირებული საკითხებისა და საარჩევნო საკითხების ერთმანეთში აღრევა.

 

ასეთი ფაქტები ერთეული შემთხვევები არ ყოფილა. მსგავსი დაპირებაც და ბინების გადაცემაც დევნილებისთვის არაერთხელ მომხდარა რამდენიმე წლის განმავლობაში და თუნდაც იმავე აჭარის ბიუჯეტიდან. თუმცა ნებისმიერ საკითხს, რაც შეეხება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას, აუცილებლად შევისწავლით", -აღნიშნა აზნაურაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner