logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: არც ერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო
- +

25 ივლისი. 2016. 15:27


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წალენჯიხაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა.


პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არცერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო.


„არცერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მოწოდება და მთავარი არსი. სწორედ ამ კრედოს მიჰყვება ჩვენი გუნდის ყველა წვერი.

 

 სწორედ ამ პრინციპის დაცვით, მაგრამ ამავე დროს  ეფექტური სწრაფი ნაბიჯების გადადგმით ვივლით მომავალი 4 წლის განმავლობაში, რათა ადამიანურად, მაგრამ ამავე დროს ეფექტურად შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში ცხვრების დონე. ამას ჩვენი გუნდი გპირდებათ. ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მაგრამ წინ არის აქტიური მუშაობის 4 წელი.

 

 გთხოვთ მხარდაჭერას, რათა გავაგრძელოთ  ეს ისტორიული მომენტი საქართველოში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანის და მომავალი 4 წლის განმავლობში ერთად შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ. ერთად გავაფერადოთ შავ-თეთრი წარსული, გავერთიანდეთ, დავამთავროთ გათითოკაცებული, გახლეჩილი საქართველო, გახლეჩილი საზოგადოება და ყველამ ერთად ავაშენთ უკეთესი სამშობლო და უკეთესი ქვეყანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner