logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ვინც ასეთ თამაშში ერთვება ამ მავნე ოპოზიციასთან, ნურც ჩემი დამოკიდებულება გაუკვირდება
- +

8 სექტემბერი. 2021. 14:45

 

„ვინც მოუსმინეთ სააკაშვილის დღევანდელ ეთერს ე.წ. ტვ პირველთან, რაიმე კითხვა დაგრჩათ, მერობის რომელ კანდიდატს ებრძვის და ვისი რეიტინგის აწევაზე მუშაობს მთელი თავისი რესურსით?“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„კალაძე ლანძღა, გახარია თითქოს გააკრიტიკა, 20 ივნისი რბილად, გაკვრით ახსენა, თითქოს თავად დისტანცირდა, სინამდვილეში აქო, კომუნიკაციის ფაქტიც გააჟღერა (უარი მითხრაო), ცუდი ივანიშვილს დააბრალა, პრორუსულების ხმებიც გაუჩალიჩა...

 

რა ნიშნით განსაზღვრა გახარიას უფრო ცივილურობა, ვიდრე ღარიბაშვილის, წამყვანი რომ ჩაკითხოდა, იქნებ გაგვეგო რაიმე.

 

მერე უკვირთ ყოფილ ოცნებელებს ყოფილი თანაგუნდელებისგან მწვავე კომპლიმენტებით შემკობა და გუნდის ღალატში დადანაშაულება. ექს-პრემიერისგან ხომ მოისმინეთ, ივანიშვილს ხალხი დაამარცხებსო?!

 

ვინც ასეთ თამაშში ერთვება ამ მავნე ოპოზიციასთან, ნურც ჩემი დამოკიდებულება გაუკვირდება.

 

ყოფილ უმაღლეს მთავარსარდალს დღევანდელ განაჩენზე, თავდაცვის სახსრების ფლანგვაზე (ცალკე დავწერ) ომის წინ, არაფერი ჰკითხეს. სამაგიეროდ აბასთუმანზე გაუკეთებიათ ცრუ სიუჟეტი. ერთი თვის წინ ვიყავი, ჩემი თვალით ვნახე, რაც კეთდება. ამ თემაზეც კიდევ ერთხელ დავწერ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner